Hours: Mon - Fri: 10.00 - 18.00

ჩვენი კომპანია დაარსდა 2015 წლის ბოლოს. დამფუძნებლები არიან 2 ფიზიკური პირი.:
ლევანი ჯმუხაძე და ირაკლი დვალი.2016 წლიდან დავიწყეთ ანნა პოლიტკოვსკაიას 10 ნომერში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სადაც ასაშენებელი ფართი იყო 12’397 კვმ. პროექტზე ვთანამშრომლობდით სადაზღვევო კომპაანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“, რომელიც გასცემდა მშენებლობის დასრულების გარანტიებს ჩვენ კლიენტებზე. ასევე ვითანამშრომლეთ „ტერაბანკთან“, რომელიც გასცემდა იპოთეკურ სესხებს ჩვენს კორპუსში ბინის შეძენის მსურველებზე სადაზღვევო გარანტიების უზრუნველყოფის ქვეშ (გარანტია გაიცემოდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკური სესხის თანხის ოდენობაზე).
კორპუსის მშენებლობა დავასრულეთ დროულად 2018 წელს და ჩავაბარეთ ესპლუატაციაში.

2021 წელს დავიწყეთ მეორე დეველოპერული პროექტის განხორციელება, მისამართზე: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 22ა. პროექტი არის მრავალბინიანი საცხორვებელი კორპუსი, ასაშენებელი ფართი იყო 17’500 მ2, ჯამში 173 ბინა. მშენებლობა დასრულდა 2023 წელს.. აღნიშნულ პროქტზე ვითანამშრომლეთ „თიბისი ბანკთან“, სადაც შეკრული გვქონდა სრული დეველოპერული პაკეტი (მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო დეველოპერული სესხი და იპოთეკური პროგრამა).

გაცნობებთ, რომ ნოვო დეველოპმენტი, იწყებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ბესარიონ ჟღენტის ჩიხი N13-ში (https://maps.app.goo.gl/4PCbXNY2UuXUYFzd9?g_st=com.google.maps.preview.copy ), საკადასტრო კოდი 01.14.01.002.158.

მშენებლობა დასრულდება 2026 წლის სექტემბერში. ბინები ბარდება შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს:
• შენობის გარე პერიმეტრი შენდება 25სმ-იანი იტონგის (https://ytong.ge/ ) ბლოკით, რაც უზრუნველყოფს შენობის თბოიზოლაციას.
• ბინებს შორის გამყოფი კედლები შენდება 20სმ სისქის ბლოკით.
• ჭერის სიმაღლე 3.10 მეტრი;
• ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შუშით (ორფრთიანი ფანჯრის/კარის შემთხვევაში იღება მხოლოდ ერთი ფანჯარა/კარი ერთი მიმართულების გაღებით);
• აივანზე დაგებული იქნება კერამო-გრანიტის ფილები;
• დამონტაჟებული იქნება ბინაში შესასვლელი რკინის კარი საკეტით;
• ლიფტი;
• მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი;
• მოწესრიგებული და გამწვანებული ეზო.
• უძრავ ქონებამდე მიყვანილი ვენტილაციის და კანალიზაციის მილები (ვენტილაციის და კანალიზაციის მილები მიყვანილი იქნება მხოლოდ უძრავ ქონებაში არსებულ შახტებში და არ იგულისხმება მათი მიყვანა „მყიდველის“ მიერ მითითებულ კონკრეტულ წერტილებამდე). ამასთან, ბინაში არსებული თითოეული სველი წერტილისთვის და სამზარეულოსვის მიყვენილი იქნება დამოუკიდებელი ვენტილაციის მილი (მას შეხება არ ექნება სხვა ბინებთან).
ბინები ჩართული იქნება საკომუნიკაციო ქსელებში (დენი, წყალი და გაზი). აბონირებისა და მრიცხველების საფასურები შედის ბინის ღირებულებაში.

მშენებლობა სრულად დაფინანსებულია ბაზის ბანკის მიერ და შესაბამისად შესაძლებელია ბინის შეძენა ბაზის ბანკის იპოთეკური სესხით, შესაძენი ბინის უზრუნველყოფით.